Friday, October 14, 2011

"ტურისტული ბუკლეტები"

         პროექტი
1.    პროექტის სახელწოდება
    "ტურისტული ბუკლეტები"
2.    პროექტის მთავარი იდეა
    ინგლისური ენის განმტკიცება.
3.    პროექტის აქტუალობა
     პროექტზე მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებაში
4.    პროექტის მიზნები
     ტურისტული ბუკლეტების დამზადება ინგლისურ ენაზე, დამოუკიდებლად მუშაობის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება, მშობლიური მხარის ღირსშესანიშნაობების გაცნობა ტურისტებისთვის.
5.    მოსწავლეთა ასაკი
     15 – 16 წელი
6.    ვადები
     7 – სასწავლო დღე
7.    მოსალოდნელი შედეგები
    მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი, გაიღრმავებენ ცოდნას და შეძლებენ შეადგინონ ბუკლეტები ინგლისურ ენაზე.
8.    პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები
    სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ფურცლები და ბიბლიოთეკა.
9.    პროექტის მსვლელობა
   მასალის მოძიება ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის მეშვეობით, ჯგუფური მუშაობები , ტურისტული ბუკლეტების შექმნა მოძიებულ ინფორმაციაზე და წარდგენა კლასში პრეზენტაციის სახით.
10. სამუშაო ენა
   ინგლისური
11. საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
   მოსწავლეები სწავლის პროცესში იყენებენ ისტორიის, ქართული ლიტერატურის, გეოგრაფიის და ხელოვნების საგნებში მიღებულ ცოდნას, განიმტკიცებენ ცოდნას ინგლისურ ენაში, აითვისებენ ახალ ლექსიკურ მარაგს.
12. პროექტის ხელმძღვანელი
   ინგლისურის მასწავლებელი თამარ კაპანაძე
13. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
   kapanadzetamo@gmail.com